ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 14
2012 წლის 19 მარტი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის № 6 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, „ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის № 6 დადგენილებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (15/03/2012), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის № 6 დადგენილებაში „ ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ გ.დ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ.დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დამიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით № 3 დანართით დადგენილი განაკვეთით“ .
დანართი №3
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი / ჰა) |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | ტყის მიწებისათვის, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო და ნ იშნულებით |
|
| 20 |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი