ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 48
2012 წლის 22 მარტი
ს . წეროვანი
დევნილთა დასახლება
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 17 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ახალგორის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების დებულებების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 17 დადგენილებით (სსმ,19.01/09/2010. 010250020.35.150.000518) დამტკიცებულ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1 . დებულების ტექსტიდან ამოღებულ იქნეს :
ა ) მე -2 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
ბ) მე -6 მუხლი მთლიანად.
2. დებულების მე -3 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მუნიციპალური სამსახურების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ყოჩიშვილი