შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 6
2012 წლის 12 მარტი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 204-ე და 206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.07.2025წ.
1. შემოღებულ იქნეს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
2. განისაზღვროს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.
3. განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 2-ის შესაბამისად.
4. გადასახადისაგან განთავისუფლდეს:
ა) მრავალსართულანი (მრავალბინიანი) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.09 .2012წ.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №14 დადგენილება.
7. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . ქათამაძე
დანართი №1
ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა და ამ დანართის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებულისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.07.2025წ.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.
21. მოქმედი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ექსტრემალური სპორტული სახეობის (ზიპლაინი) დარგში დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01%-ის ოდენობით.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.07.2025წ.
22. მთა ჩირუხში არსებული ზიპლაინების ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ქონების ღირებულების 0.01% ოდენობით.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.03.2025წ.
3. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისა თვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0.1% ოდენობით.
4. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.
დანართი №2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთები
საწარმოს, ორგანიზაციის ან/ და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე , ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის და სახეობების მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
|
№ |
მიწის კატეგორიები
|
წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა - ზე ( ლარებში ) |
|
1 |
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო |
56 |
|
2 |
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) |
19 |
|
3 |
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) |
15 |
|
4 |
ტყის მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით |
28 |
|
5 |
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე |
3 |
1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური საბაზისო გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.
2. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1 ოდენობით.
21. „შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N29 დადგენილების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი გომარდულის ფარგლებში, გადასახადის ოდენობა დადგინდეს წელიწადში არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს - 0,01-ით (0,01 X 0.24 = 0.0024).