ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-10
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.119.016114
ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 9

2012 წლ ის 21 მარტი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე- 7 მუხლის პირველი ნაწილის, 29- ე თავის, „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის № 50 დადგენილების შესაბამისად:

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №15 დადგენილება „ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ .

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. გელენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 13.09.2012წ.

დანართი №1

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201- ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება. რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2 000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2 000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წლის მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 3

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 4

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების ღირებულების 0,2%;

ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8%.

    მუხლი 5

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სახნავი(მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო

71

2

სათიბი (ბუნებრივი და გაკულტურებული)

19

3

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

15

4

ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით

35.5

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები.

3

    მუხლი 6

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ.-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ხონი) – 0,5;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 0,25.

    მუხლი 7

არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ- ზე ქონების გადასახადია:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის(ქ. ხონი) 0,12 ლარი;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის 0,06 ლარი.

 

მუხლი 71. 

  მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 13.09.2012წ.

    მუხლი 8

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

კრებსითი — სრული ვერსია