,,ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016049
,,ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 20 მარტი

ქ. ვანი

,, ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,, ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30.12.2011 წელი , 010250050.35.121.016041) დამტკიცებული №2 დანართის XI გრაფაში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

,, XI. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები

 

1

გამგეობის რწმუნებული

 700

2

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი-მთავარი სპეციალისტი

  400

3

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი- წამყვანი სპეციალისტი

  380

4

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი- სპეციალისტი

  290

მუხლი 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია