,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
229
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016466
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №229

2012 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის� შექმნის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,� ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის� შექმნის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 110907028, 07/09/2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დებულების:

ა) მე-3 მუხლის ,,ი� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) დადგენილი წესით აქვეყნებს� საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას არქივში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ, �საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემას (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით), მონაწილეობს დოკუმენტური ფილმებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით;�;

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) განსაზღვრავს და შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს� არქივის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს;�;

გ) მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. არქივის სტრუქტურა

1. არქივი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) საარქივო სამსახური;

ბ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.

2. არქივის დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები ცალკეული მიმართულებით.

მუხლი 6. არქივის სტრუქტურული ერთეულების ამოცანები

1. საარქივო სამსახური (უშიშროების არქივი, კომუნისტური პარტიის არქივი) ახორციელებს საარქივო მასალის შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას და საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას; არსებული საარქივო მასალის დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანას და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას, საარქივო ფონდების კონსერვაციასა და რესტავრაციას; მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხილვას; შემოსული განცხადებების საფუძველზე მე-20 საუკუნეში განადგურებული საარქივო მასალის დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას; სამსახურში დაცული საარქივო მასალის გაცემასა და მათი გაცნობის უზრუნველყოფას; არქივის ხელმძღვანელობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება-წარდგენას.

2. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს არქივის შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვას; წლიური ხარჯთაღრიცხვებისა და ფინანსური ანგარიშების მომზადებას; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; არქივის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვასა და კონტროლს; არქივის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია