აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
154-უ.ს.გ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-22
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016006
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა”, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 98-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, თუ იმავე აქტით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.”.

2. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 114

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ სათანადო კანდიდატურის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენიდან 5 დღის ვადაში განიხილავენ კომისიები და ფრაქციები.

2. კომისიებისა და ფრაქციების დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს ბიურო პირველსავე სხდომაზე განიხილავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნაზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის საკითხს და იღებს დასკვნას, რომელიც წარედგინება უმაღლეს საბჭოს.

3. უმაღლესი საბჭო, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს დადგენილებით აძლევს თანხმობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნაზე.

4. თუ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ვერ მიიღებს თანხმობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნაზე, იგი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.”.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                           მ. მახარაძე

ჩაქვი,

2012 წლის 15 მარტი

№154-უ.ს.გ.ს.

  

კრებსითი — სრული ვერსია