„სახელმწიფოს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/818
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
040030040.22.024.016164
„სახელმწიფოს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1 - 1/818

2012 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1. „ სახ ე ლმწიფო ს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილე ო ბით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის № 1-1/1732 ბრძანებით (სსმ III, 03.11.2010 წ., № 142, მუხ. 2033) დამტკიცებულ ,, სახ ე ლმწიფო ს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილე ო ბით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესში ” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას, საჭიროა საექსპერტო დასკვნა , გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .” .

2. მე-3 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6 1 . შენობა-ნაგებობის, დაუმთავრებელი მშენებლობის ან /და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი დასაბუთებული წინადადებ ით მიმართავს სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტოს”, რომელიც ამ საკითხს თავის მხრივ გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.” .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                              დ. გიორგაძე

კრებსითი — სრული ვერსია