საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №224
2012 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულებაში (სსმ III , 2008 წ., №161, მუხ. 1623) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის:
ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სამინისტროში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ,,სმართ ლოჯიქში“ (SMART LOGIC) დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;“;
ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამ ართლებრივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილი