„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-19
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016336
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №85

2012 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ბიუჯეტის    შემოსულობების        სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07,   №169 , მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (,,ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სახაზინო კოდი - 3192 (პრობაციის მოსაკრებელი) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი

 

 

 3193“.

 

 2. სახაზინო კოდი – 3290 (შემოსავალი შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 

,,შემოსავალი მწვანე ნარგავის აღდგენითი ღირებულებიდან

 

 3292“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

კრებსითი — სრული ვერსია