„ბალტიის ზღვა - შავი ზღვის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვების განვითარების შესახებ 2008 წლის 12 მაისის შეთანხმებასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეერთების შესახებ“ ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
215
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-19
სარეგისტრაციო კოდი
480210000.08.002.016464
„ბალტიის ზღვა - შავი ზღვის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვების განვითარების შესახებ 2008 წლის 12 მაისის შეთანხმებასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეერთების შესახებ“ ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №215

2012 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„ბალტიის ზღვა – შავი ზღვის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვების განვითარების შესახებ 2008 წლის 12 მაისის შეთანხმებასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეერთების შესახებ“ ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ბალტიის ზღვა – შავი ზღვის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვების განვითარების შესახებ 2008 წლის 12 მაისის შეთანხმებასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეერთების შესახებ“ 2011 წლის 15 მარტს ხელმოწერილი ოქმი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია