საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2012-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2020-01-30
სარეგისტრაციო კოდი
310120000.35.132.016102
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ

თვითმმართველი ქალაქის � ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №12

2012 წლის 12 მარტი

ქ. ბათუმი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტო სატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტო სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის � ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი � მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის  � კ � ქვეპუნქტის და 61- ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 23 . 02 .201 8 წ.

1. უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებებით ბლოკირება გაუკეთდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და �თვითმმართველი ქალაქის � ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების � ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების   წესების დადგენის შესახებ� თვითმმართველი ქალაქის � ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. ავტო სატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დასურათება.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ღია მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებულ ნივთებზე პასუხისმგებლობა უფლებამოსილ პირს არ ეკისრება.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დაზიანებების თაობაზე პრეტენზიები წარდგენილ უნდა იქნე ს წერილობითი სახით ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნამდე. პრეტენზიის არსებობისას პრეტენზიის წარმომდგენი პირის თანდასწრებით ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის შემდეგ წარდგენილი პრეტენზიები არ განიხილება, მათ შორის, არ ხდება� პრეტენზიის წარმომდგენი პირის თანდასწრებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული მდგომარეობის დათვალიერება და შესაბამისი აქტის შედგენა.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე ბლოკირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნე ს მხოლოდ საამისოდ გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

6. სატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საჭე აქვს მარცხენა მხარეს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარცხენა გვერდით საქარე მინაზე, ხოლო თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარჯვენა გვერდით საქარე მინაზე განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მძღოლს გააფრთხილებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით გაკეთებულია ბლოკირება და ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობაში მოყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის წესების შესახებ და საჭიროებისას სხვა ინფორმაციის თაობაზე. შესაბამის საქარე მინაზე ამ პუნქტის შესაბამისად გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსების შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ ნაწილის დასურათება, რომელშიც განთავსებული იქნა გამაფრთხილებელი ნიშანი.

7. დადგინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასური შემდეგი ოდენობით:

ა) სამუშაო დღეებში 1000 საათიდან 1900 საათამდე � 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;

ბ) უქმე და დასვენების დღეებში � 1000 საათიდან 1500 საათამდე � 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნა ხდება:

ა) სამუშაო დღეებში � 1000 საათიდან 1900 საათამდე;� �

ბ) უქმე და დასვენების დღეებში � 1000 საათიდან 1500 საათამდე.

9. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის მოთხოვნის უფლება აქვთ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მინდობილ პირს;

გ) სამართალდამრღვევს;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.

10. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლებას აძლევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი �ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 23 . 02 .201 8 წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 31.01.2020წ.

11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის �ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის� მიერ ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნას ითხოვს პირი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;

ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნას ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;

ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის მოთხოვნისას შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:

ვ.ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას;

ვ.ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 23 . 02 .201 8 წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 31.01.2020წ.

12. საფასურის გადახდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით.

13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი �ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია�. საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის �ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია�-ს ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 23 . 02 .201 8 წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 31.01.2020წ.

14. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს �ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციის� შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებასთან და მოხსნასთან, ასევე შესაბამის საქარე მინაზე ამ დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 23 . 02 .201 8 წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 31.01.2020წ.

15. დადგენილება � ამოქმედდეს � გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს� თავმჯდომარე ������������� გ. კირთაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია