„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
94
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-16
სარეგისტრაციო კოდი
330130000.10.003.016767
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუ­ხ­ლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

 „ბ) II კატეგორია – 154-220 კვ;“. 

2.  89-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. II, III და IV კლასებს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშე­ნებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი, სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე, წერილობითი სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფ­ლებამოსილ შესაბამის ორგანოს, ხოლო V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქ­მი – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედვე­ლობის შესა­ბამის ორგანოს, სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ. მხოლოდ ამ ორგანოებში რეგისტრაციის შემდეგ არის იგი იურიდიული ძალის მქონე დო­კუმენტი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                ნ.  გილაური

კრებსითი — სრული ვერსია