„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-20
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.134.016083
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2012 წლის 9 მარტი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში (სსმ, 01.03.2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს პირველი მარტიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                       ბ. დიასამიძე

დანართი 2

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე

ქონების გადასახადის განაკვეთები

 საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის და სახეობების მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

№

მიწის კატეგორიები

 

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე (ლარებში)

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო

60

2

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

19

3

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

15

4

ტყის მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

30

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე

3

 

 

კრებსითი — სრული ვერსია