„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
197
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016109
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №197

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006წ., №147, მუხ. 2045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტს დაემატოს „ბ.ე‘‘ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია