საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5747-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016617
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

„მუხლი 351. საქმისწარმოების მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გა­მოიყენოს პროგრამული უზრუნ­ველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები; ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გა­მო­სცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური სა­შუალებების გამოყე­ნებით, თუკი დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ არის ამ თავით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების სხვა ფორმა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ელექ­ტრო­ნუ­ლი ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმ­ნილი ან თავისთან დაცული ნების­მიერი დოკუმენტი. დო­კუ­მენტის ელექ­ტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იუ­რი­­დიული ძალა, როგო­რიც ამ დოკუმენტს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუ­მენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელე­ქ­ტრო­ნული საშუალებებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 2 მარტი.

№5747-Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია