საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2307
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-02
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-02
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.001.286
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.31) დაემატოს შემდეგი შინაარსის 6802 მუხლი:

     „მუხლი 6802. დამცველის (ადვოკატის) საქმიანობის შეზღუდვა სისხლის სამართლის პროცესში

პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ დამცველის (ადვოკატის) უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 2 ივნისი.

№2307–რს

კრებსითი — სრული ვერსია