ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 9 მარტი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №11, 13/08/2010 -190040000.35.139.000248) და დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 5. | სამსახურის უფროსი, აპარატის უფროსი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი (რწმუ ნებული) |
700 |
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე