„ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-19
სარეგისტრაციო კოდი
200010000.35.139.016056
„ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება №10

  2012 წლის 9 მარტი

„ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“ და 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 110411029, 15/04/2011 – 200010000.35.139.016024 ) №1 დანართში:

1. დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ „ბ“ „გ“ „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ა) სახნავი (საკარმიდამო) მიწებისათვის – 80 ლარს

ბ) სათიბი (ბუნებრივი და გაკულტურებული) მიწებისათვის  – 28,50 ლარს

გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 22,50 ლარს

დ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის

 შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე – 3 ლარს.

2. დანართის მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

 „ე) ტყის მიწებისათვის, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულებით  – 30,50 ლარს.“.

    მუხლი 2 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   ბ. ქურდაძე

კრებსითი — სრული ვერსია