„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების, წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
2927
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2012-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016038
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების, წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №2927

2012 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბარათის შემოწმების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს შესამოწმებელ პერიოდში ბარათზე განხორციელებული დარიცხვა-ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას დანართი №8ა ფორმის მიხედვით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს პერიოდს ბოლო შემოწმებიდან შემოწმების დაწყების თარიღამდე ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.“;

ბ) დანართი №8 ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი   ჯ. ებანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია