სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 9 მარტი
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge. 08.02.2012წ. , სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016085) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების (დანართი №1) (შემდგომში _ დებულება) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობის დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით , რომელიც გამგებლის წარდგინებით მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო მოხელე თ ა თანამდებობრივი სარგო ე ბი – საკრებულოს დადგენილებით.“ ;
ბ) დებულების მე-4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია