„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-12
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.016758
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.01.2011, 340170000.10.003. 016170,) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საქონლის მფლობელის მოთხოვნისას (როდესაც ხდება საქონლის პარტიებად დანაწევრება, გასხვისება და ა.შ.) ეროვნული სააგენტოს ან შემოსავლების სამსახურის მიერ ექსპორტიორი ქვეყნის ვეტერინარული სერტიფიკატის საფუძველზე გაიცემა ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც მიჰყვება საქონელს დანიშნულებისამებრ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია