ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.128.016081
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2012 წლის 5 მარტი

დ აბა ხარაგული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე.

,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილებ ა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ". (საკანონმდებლო მაცნე № 29 , 2010 წლის 24 სექტემბერი , მუხლი 8 24 ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილი იქნეს ცვლილებ ა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ".

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – 700 ლარი".

2. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 1) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (სპეციალისტი) 300 ლარი".

3. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-2 და მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (მთავარი სპეციალისტი) 420 ლარი".

,,3) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (წამყვანი სპეციალისტი) 400 ლარი".

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე          ა . მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია