„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
185
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-09
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016456
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №185

2012 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო  დაცვის  სპეციალური  სამსახურის  ზოგიერთი  კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №54,   მუხ. 457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „მივლინებულ თანამშრომლებს“ შეიცვალოს სიტყვებით: „მივლინებულ თანამშრომლებს, აგრეთვე აღნიშნულ კურსებთან დაკავშირებით სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია