ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 8
2012 წლის 6 მარტი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის № 7 დადგენილებაში (სსმ V, №27, 20.09.2010 წ. ) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუნიციპალური სამსახურებია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური ;
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის, ლტოლვილთა, ვეტერანთა საქმეებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური;
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. “.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე