ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 6 მარტი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ მ “ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 14 თებერვლის № 50 დადგენილების შესაბამისად:
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მ დაადგინა:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილება „ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების ა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ “
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებ ისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის დადგენილება № 1 1 – ვებგვერდი, 2 8. 0 3.201 2 წ.
2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 13.09.2012წ.
3. ძალადაკარგულია - ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 5 წლის 26 მარტის დადგენილება № 13 - ვებგვერდი, 27.0 3.201 5 წ.
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 3
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 4
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.
მუხლი 5
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია:
|
№
| მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი (მათ შორის , მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო | 56 |
| 2 | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 16 |
| 3 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 10 |
| 4 | ტყის მიწები , რომლებიც გამოიყენება სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით | 23 |
| 5 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის დადგენილება № 1 1 – ვებგვერდი, 2 8. 0 3.201 2 წ.
მუხლი 6
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ . მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი ა:
ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის ( ქ . ჭიათურ ა) – 1,5 ;
ბ ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის ტერიტორი ებისათვის – 1, 4.
მუხლი 7
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადი ა :
ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის ( ქ . ჭიათურ ა) – 0.36 ლარი ;
ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის ტერიტორი ებისათვის – 0.336 ლარი .
მუხლი 8
მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 13.09.2012წ.