„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-13
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.147.016024
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7      

2012 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

,,ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ერდვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №4 დადგენილებაში (10/02/2012; 010.320.010.35.147.016.021) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების ანოტაცია ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ე. ბერუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია