თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება № 149
2012 წლის 5 მარტი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის და „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწების ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის № 50 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 138 დადგენილების (სსმ , 01.02.2012 , 200230000.35.160.016121) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„4. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე -2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 27 |
| 2 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 22,50 |
| 3 | სახნავი (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) | 105 |
| 4 | საკარმიდამო | 105 |
| 5 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით | 47 |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
“ .
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე