საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/68
2012 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. №22-ში მდებარე შენობისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. №22-ში მდებარე შენობას მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
(საფუძველი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გ. აბულაძის 2012 წლის 24 თებერვლის №01-16კ/400 წერილი; სტრატეგიული და მეთოდოლოგიური სექციის მიერ 2012 წლის 1 მარტს მიღებული გადაწყვეტილება).
ნ. რურუა