ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-29
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.158.016076
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 12

2012 წლის 6 მარტი

ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

საწარმოსთვის / ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი . ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება , რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს :

ა ) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3- ჯერ ;

ბ ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2- ჯერ ;

გ ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5- ჯერ ;

დ ) იმ აქტივებზე , რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3- ჯერ .

    მუხლი 2.

საწარმოსთვის / ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი .

    მუხლი 3.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია :

ა ) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი ;

ბ ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი .

    მუხლი 4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

  100

2

საკარმიდამო

100

3

სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 20

4

საძოვარ ი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)

 16

5

ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)

  4 0

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები

 3

მუხლი 5.

№

ტერიტორია

საბაზისო

განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის

განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. ბოლნისში

0.24

0.38

0.0912

2

დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში

0.24

0.19

0.0456

3

სოფლები და დასახლებათა შორის არეალში

0.24

0.114

0.0274

არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია :

    მუხლი 6.

ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.04.2012 წ.

    მუხლი 7.

1 .ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილება.

2 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე .

საკრებულოს თავმჯდომარე ნ . საბიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.04.2012 წ.

2 . ძალადაკარგულია - ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 29 მარტის დადგენილება № 12 - ვებგვერდი, 10 .04.201 3 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია