საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 73
2012 წლის 2 9 თებერვალი
ქ . თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯი შ ვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2012 წლის 20 მარტამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვა ტორიად .
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უფლებამონაცვლედ.
3 . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილი სის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორი ის რექ ტო რის მოვალეობის შესრულება დაევალოს რევაზ კიკნაძეს, რომლის უფ ლე ბამოსილების ვადა განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წე სით რექტორის არჩევამდე.
4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს :
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილი სის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორი ის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილი სის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორი ის პროგ რა მუ ლი დაფინანსება.
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბი ლი სის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორი ის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვა ტო რი ისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 4 დეკემბრის დადგენილება №3 5 8 – ვებგვერდი, 2 5 .12.2013წ.