საქართველოს მთავრობის
დადგენილება №72
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 26-ე ნაწილის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 1 კვ.მ ფართობზე 5 ლარის ოდენობით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური