„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016076
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №7

2012 წლის   28   თებერვალი

 ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბა­მისად:

 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №136, გვ. 5-6, 28-30.11.2009 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი დამა­ტე­ბები:

 ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „ვეტერანთა კლუბის“ (შემდგომში – კლუბი) ჩამოყალიბებისა (ბულვარის სარგებლობაში არსებული ვეტერანთა კლუბის შენობის ბაზაზე) და ფუნქციო­ნი­რე­ბი­სათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (კლუბის დაფუძნება, წევრების რეგი­­ს­ტრაცია, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, მათ შორის, საპატიო წევრის წოდებაზე წარსადგენი კანდიდატურების არჩევნების ჩატა­რე­ბის ორგანიზება, კლუბის საინტერესო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველ­სა­ყოფად  სპეციალური მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების (ტურნირებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიების ორგანიზება, სადღესასწაულო დღე­ე­­ბში წამახალისებელი საჩუქრების მომარაგება, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვე­ბუ­ლ­თათვის პრიზების გადაცემა და სხვა) შემუშავება და განხორციელება.“;

 ბ) მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) კლუბის წევრებისა და სტუმრებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ავეჯი, ინვენტარი სხვადასხვა თამაშებისა და სხვა გასართობი ღონისძიე­ბებისათვის და სხვა) შექმნა და პერიოდული განახლება;“.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ    (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბ­ლი­კური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტში ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დამატებითი ხარჯების გათვალისწინება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                                               ლ.ვარშალომიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია