„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
56/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-02-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-05
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016322
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №56/ნ

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 18.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076) დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილება და მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში.

 5. ხუთწლიანი ვადის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელდება არსებითი ცვლილება, რომელიც სახელმძღვანელოების შეცვლას მოითხოვს;

ბ) სახელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად ჩამოერთმევა გრიფი.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია