ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო).“.
მუხლი 2. შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“.
მუხლი 3. შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქალაქ ტყიბულში;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ცუცხვათში;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ორპირის თემში;
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გურნის თემში;
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხრესილის თემში;
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჯვარისის თემში;
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოჩხეთის თემში;
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კურსების თემში;
ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო საწირის თემში;
კ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ მუხურაში.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული.“.
მუხლი 4. შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული
1. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ,, საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი .
2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული :
ა ) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას ;
ბ ) ახორციელებს ,, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 42- ე მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას ;
გ ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს ;
დ ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის , უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ;
ე ) იბარებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და აფასებს მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ ;
ვ ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ ;
ზ ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას ;
თ ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას , შრომის დისციპლინას . დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას , გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების , წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ ;
ი ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით , ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .
მუხლი 5. შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (მაცნე 20.09.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მოხელის სამუშაო გეგმა
1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის ( ტერიტორიული ორგანოს ) უფროსის ( თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული) შესაბამისი დავალებით .
2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე . მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის ( ტერიტორიული ორგანოს ) სამუშაო გეგმას , მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის ( თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ) დავალებებს.
3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის ( ტერიტორიული ორგანოს ) უფროსი ( თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ).
4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის ( ტერიტორიული ორგანოს ) უფროსი ( თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ). “.
მუხლი 6. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №45 დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ. “.
მუხლი 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე