„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
152
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-02-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-29
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016450
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №152

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს  დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის:

ა) 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საბჭოს თავმჯდომარე.“;

ბ)  28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საბჭოს თანათავმჯდომარე.“;

გ) 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) საბჭოს წევრი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.  სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია