|
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
|
,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
|
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმა (დანართი №1);
ბ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუში (დანართი №2);
გ) ინსტრუქცია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ (დანართი №3);
დ) საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №4);
ე) ინსტრუქცია საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ (დანართი №5);
ვ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების შესახებ ინსტრუქცია (დანართი N6);
ზ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული ფორმა (№7 დანართი);
თ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ფორმების ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალი (№8 დანართი);
ი) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ფორმების ელექტრონულ სარეგისტრაციო ჟურნალის შევსებისა და გამოყენების წესი (№9 დანართი).
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №01-216 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი) უზრუნველყოს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის დამზადება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) მიწოდება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის ბრძანება №01-660 - ვებგვერდი, 23.07.2025წ.
21. ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან მიღებული ფორმები რაოდენობის, ნომრების თანმიმდევრობისა და ზედდებულში მითითებულ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით უნდა შემოწმდეს საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დანიშნული მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. თუ შეკვრაში მოთავსებული ფორმების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია, გამოტოვებულია, გამეორებულია, ნაკლებია ან მეტია, უნდა შედგეს შესაბამისი აქტი და ეცნობოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის გარეშე. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის, ზედდებულისა და მიღება-ჩაბარების აქტის კორექტირების შემდეგ, უნდა მოხდეს ფორმების მიღება დადგენილი წესის შესაბამისად. ანალოგიური პროცედურა უნდა განხორციელდეს შეკვრაში ერთი ან მეტი წუნდებული ან დადგენილ ფორმასთან შეუსაბამოდ დამზადებული ფორმის აღმოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის (შემდგომში – დასაბრუნებელი მოწმობა) ფორმა ექვემდებარება გაუქმებას, თუ:
ა) ბეჭდვის/შევსების პროცესში დაშვებულ იქნა შეცდომა, მკაცრი აღიცხვის ფორმა ტექნიკურად დაზიანდა ან ნორმატიული აქტის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა;
ბ) ვერ მოხერხდა დამზადებული დასაბრუნებელი მოწმობის გადაცემა განმცხადებლისთვის/შუამდგომლობის აღმძვრელისთვის მისი დასაბრუნებელი მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში;
გ) საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში წარმოდგენილ იქნა ნაპოვნი ვადიანი დასაბრუნებელი მოწმობა, მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №01-216 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის ბრძანება №01-660 - ვებგვერდი, 23.07.2025წ.
4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ჩამოწერის აქტი.
5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული და გამოყენებული დასაბრუნებელი მოწმობები, რომლებიც საზღვარგარეთ საკონსულო თანამდებობის პირებს მიეწოდა უცხო ქვეყნის სხვადასხვა ორგანოის მიერ, ინახება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში საანგარიშო წლის დასრულებამდე და უტილიზაციისათვის ეგზავნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021წლის 26 აგვისტოს ბრძანება №01-155 - ვებგვერდი, 27.08.2021წ.
51. ამ ბრძანების მიზნებისათვის გაუქმება გულისხმობს ასევე მკაცრი აღრიცხვის ფორმის პერფორაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ იქნეს დაზიანებული დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდების ინიციალები, აგრეთვე რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №01-216 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
52. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის პროცესი, როგორც წესი, ხორციელდება საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) მეშვეობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №01-216 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
53. ,დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №01-216 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
54. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდისნ (www.geoconsul.gov.ge/visa) მეშვეობით, დასაბრუნებელი მოწმობის ინდივიდუალური ნომრისა და მოწმობის გაცემის თარიღის მითითებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №01-216 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
55. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან მესამე სახელმწიფოში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია (შემდგომში – საკონსულო სამსახური) ან საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი უზრუნველყოფილი არ არის ელექტრონულ სისტემაზე წვდომით როგორც კავშირის არსებობის (ონლაინ), ასევე კავშირის არარსებობის (ოფლაინ) რეჟიმში, ან აღნიშნულ სისტემაზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხებულია, ხოლო დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა დაკავშირებულია ობიექტურ აუცილებლობასთან, პერსონალიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, ხელით შევსების გზით. ამ შემთხვევაში, პერსონალიზაცია ხდება ბრძანების №4 დანართის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადება-ანკეტაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №01-216 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის ბრძანება №01-660 - ვებგვერდი, 23.07.2025წ.
56. საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის წინასწარი შეტყობინება აუცილებელია ამ ბრძანების 55 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №01-216 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის ბრძანება №01-660 - ვებგვერდი, 23.07.2025წ.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს №161 ბრძანება ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებული მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.
7. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაბეჭდილი საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ფორმა ძალაშია მათ სრულ გახარჯვამდე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
8. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ვაშაკიძე |