„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1300
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-05
სარეგისტრაციო კოდი
210.020.010.05.001.001.039
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტში სიტყვა „სახელმწიფო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“;

ბ) მე-6 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საგადასახადო დეპარტამენტთან“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივ საფინანსო ორგანოსთან და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან“, ხოლო სიტყვას „ორგანოს“ წინ დაემატოს სიტყვა „წარმომადგენლობითი“.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „ნებართვისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ერთ სავაჭრო ობიექტზე“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 15 თებერვალი.

№1300–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია