საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1298
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-05
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.001.038
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. XVIII1 თავისა და 2421 მუხლის სათაურებში სიტყვები „გარდამავალი დებულება“ შეიცვალოს სიტყვებით „გარდამავალი დებულებანი“.

2. 2421 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-2 და მე-3  ნაწილები:

„2. ამ კოდექსის  მე-80  მუხლის მე-2  ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის პირველი იანვრიდან.

3.  „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე შეჩერებულ იქნეს ამ   კოდექსის  423 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 15 თებერვალი.

№1298 – IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია