ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
73
მიმღები ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-26
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.124.016048
ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №73

2012 წლი ს  24 თებერვალი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებიდან გამომდინარე ,

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურთა თანამდებობრივი სარგოები , თანახმად №1 დანართისა (დანართი №1 თან ერთვის ).

    მუხლი 2

დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა სახელფასო განაკვეთი , თანახმად №2 დანართისა (დანართი №2 თან ერთვის ).

    მუხლი 3

დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უმცროსი საჯარო თანამდებობის პირთა სახელფასო განაკვეთი , თანახმად №3 დანართისა (დანართი №3 თან ერთვის ).

    მუხლი 4

ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ივლისის №9 დადგენილება.

    მუხლი 5

დადგენილება ძალაში შევიდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

    მუხლი 6.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      გ. რობაქიძე

შეტანილი ცვლილებები:

1 . ძალადაკარგულია – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №83 – ვებგვერდი, 30.10.2012წ.

დანართი №1

ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობ ის დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

გამგებელის მოადგილე

900

5

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

7

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

8

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობ ის პირი

450

9

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

420

 

დანართი №2

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა სახელფასო განაკვეთი

№

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დასახელება

სახელფასო განაკვეთი (ლარებში)

1

ქ . ბაღდათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული

700

2

ფერსათის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

3

წითიელხევის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

4

როხის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

5

ვარციხის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

6

როკითის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

7

დიმის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

8

პირველო ობჩის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

9

მეორე ობჩის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

10

ნერგეეთის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

700

11

ზეგანის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

600

12

საკრაულას ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

600

13

ხანის ტერიტორიული
ორგანოს რწმუნებული

600

დანართი №3

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უმცროსი საჯარო თანამდებობის პირთა სახელფასო განაკვეთი

№

თანამდებობის დასახელება

სახელფასო გან აკვეთი (ლარებში)

1

წამ ყვ. სპეციალისტი

350

2

სპეცილისტი

290

 

კრებსითი — სრული ვერსია