ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №2 - 6
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე ქ. თბილისის მერიის მიერ სესხის გაცემაზე თანხმობის შესახებ
1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის განხორციელების მიზნით, თანხმობა მიეცეს ქ. თბილისის მერიას, უპროცენტოდ, უზრუნველყოფის გარეშე გასცეს სესხი, ქ. თბილისში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე 4 წლის ვადით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი