შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 5
2012 წლის 24 თებერვალი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი “ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ ”.
3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქათამაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 01.11.2012წ.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი
სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | მუნიციპალიტეტის გამგებელი | 2360 |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 500 |
| 5 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 6 | მთავარი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 420 |
| 7 | წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 400 |
| 8 | სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ცვლის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 9 | სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 420 |
| 10 | სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 400 |
| 11 | სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მეხანძრე , მეხანძრე მძღოლი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 400 |
| 12 | დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი | 350 |
| 13 | თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგან ოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 700 |
| 14 | თვით მმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 350 |
| 15 | თვით მმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგან o ს სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 250 |