თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016058
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

201 2 წლი ს 17 თებერვალი

ქ . თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ ” ქვეპუნქტის, „ სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის № 603 ბრძანებულები სა და „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

  1. დადგინდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.

  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება ( სსმ, 09/03/2011 ) .

  3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საკრებულოს თავმჯდომარე    ტ . ფანჩულიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია  – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №1 – ვებგვერდი, 18.02.2013წ.

დანართი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

       მუხლი 1

  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე იანგარიშება შემდეგი ფორმულით ( CN  = IMG  X ITL  X C X K ) სადაც:

 ა) ( CN ) არის მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე ;

 ბ) IMG  არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი;

 გ) ITL  არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი;

  დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი;

 ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

    მუხლი 2

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს 0,43.

     მუხლი 3

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი განისაზღვროს 1,0.

    მუხლი 4

  მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი დადგინდეს 30.

    მუხლი 5

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე განისაზღვროს:

 

№

ტერიტორია

კვ/მ მიწის

ნორმატიული

ფასი.

(0,43X1,0X0,24X30)

ლარი

1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში

(ქ. თერჯოლის ტერიტორია)

 

3,096

        

2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი–სენაკი–ლესელიძე) 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის

( მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი )

           3,096

3

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის

 

 

ჩოლაბურის ხიდი – თერჯოლა –ტყიბული

 

 

( მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი )

3,096

ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარა

ქუთაისი–საფიჩხია–ჭოგნარი

თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8 – რუფოთი–ალისუბანი–საზანო–თუზი–კიცხი–ქვაციხე

 

( მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი )

2,167

4

სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა)

 

( მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტი )

1,548

 

 

კრებსითი — სრული ვერსია