საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №125
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველმყოფ კომისიათა შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 იანვრის №1 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველმყოფ კომისიათა შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 იანვრის №1 ბრძანებულება.
2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნა და მისი დებულების დამტკიცება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი