გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-24
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.166.016059
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2012 წლის 20 თებერვალი     

 ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი’’ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,

მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’;

2. დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად (თან ერთვის);”

3. დადგენილების 1-ლი პუნქტით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 61 მუხლი და მე-6, 61 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

6

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, გარდა 61 პუნქტით გათვალისწინებული თვიმმართველი ერთეულის რწმუნებულებისა

 

700

 

61

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული სოფელ ჭერემში;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული სოფელ ნანიანში

 

 

600

 

 7

 

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

 

 

250

 

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 საკრებულოს თავმჯდომარე        ზ. იაგანაშვილი  

 

კრებსითი — სრული ვერსია