,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-21
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016327
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №57

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი 060111, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის VIIIკარი:

„კარი VIII

გარდამავალი დებულებები

თავი XXVII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 112.  გარდამავალი დებულებები

1. 2012 წლის 1 აპრილიდან, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას (გარდა ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), პირი ვალდებულია  გამოიყენოს  ამ ინსტრუქციის  251 მუხლის შესაბამისად შევსებული №II-012  დანართის შესაბამისი სასაქონლო ზედნადები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის   შემსრულებელი                       პ. პეტრიაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია