„თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016086
„თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 11

201 2 წლის 20 თებერვალი

დაბა თიანეთი

,, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 16 იანვრის № 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1

,, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 20.01.2011, 010260020.35.154.016079) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5 სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად .“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაში ა გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ . წიკლაური

კრებსითი — სრული ვერსია