საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1274
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-05
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.04.001.001.030
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1271 მუხლი:

     „მუხლი 1271

„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის კანონის საფუძველზე პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის საკრებულოში მის ადგილს იკავებს იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი შესაბამისი საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 12 თებერვალი.

N1274-IIს 

კრებსითი — სრული ვერსია