„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
48/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-02-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-23
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016314
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №48/ნ

2012 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ III, 29.10.2010. №140, მუხ. 201; სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ოლიმპიადა შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში, სსიპ – გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის ორგანიზაცებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს ამ წესით  გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვადები და წესი.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია