„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
46/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-22
სარეგისტრაციო კოდი
430050000.22.022.016312
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №46/ნ

2012 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 09/01/2012 სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016271) პირველი მუხლით დამტკიცებულ ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში’’ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სკოლის მიერ გაფრთხილების მიუხედავად მოსწავლე 6 თვის განმავლობაში არ ცხადდება სკოლაში, არ იღებს შეფასებას და დადგენილი წესით არ დარეგისტრირებულა ექსტერნად;’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                 ა. სეფერთელაძე

კრებსითი — სრული ვერსია